info@cultur.ge    +995 532 230 73 63
Duration: 4 დღე
4 დღიანი ტური ზემო სვანეთი (ჯგუფური ტური)

1 დღე - 07:00 სთ-ზე გამგზავრება რესპუბლიკის მოედნიდან
სანახავი ობიექტები:დადიანების სასახლე; ენგურჰესი;
სოფ.ლატალი- მაცხოვრიშის და მთავარანგელოზის ტაძრები;
სოფ.ბეჩო, მივალთ უშბის ძირამდე
დაბინავება მესტიაში, ვახშამი. ( საოჯახო სასტუმრო)

2 დღე - საუზმის შემდეგ საფეხმავლო მარშუტი - ჭალაადი , მესტიის სახელმიფო მუზეუმი
ჰაწვალის საბაგირო, ზურულდიდან დავტკბებით ულამაზესი ხედებით - უშბის ზვიადი მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით. ( თავისუფალი დრო) 
დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი და ღამისთევა

3 დღე - ადრიანი საუზმე, 08:00 გამგზავრება უშგულში
გზად მოვინახულებთ სიყვარულის კოშკს, ავალთ XI საუკუნის კვირიკე და ივლიტას ტაძარში (ლაგურკა), მოვინახულებთ წმ ბარბარეს ეკლესიას იშვიათი ფერადოვნების ფრესკებით, უშგული ( თავისუფალი დრო) თამარ მეფის საზამთრო და საგაზაფხულო კოშკები; ლამარია.
დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

4 დღე- საუზმე სასტუმროში. ხერგიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი მესტიაში: ორსართულიანი მაცხოვრის ტაძარი.
გამომგზავრება, გზად მოვინახულებთ ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმს, წავიხემსებთ და დავბრუნდებით თბილისში დაუვიწყარი შტაბეჭდილებებით.

ტურის ღირებულება: 380 ლარი
ღირებულებაში შედის: მგზავრობა (მიკროავტობუსი); გიდის მომსახურება; საოჯახო სასტუმრო; 2-ჯერადი კვება; მუზეუმების ბილეთები;

დაჯავშნისთვის დარეკეთ: 2 307363; 593 527353;